|
2017-06-08 20:52:35, 2066 ნახვა
საზოგადოება რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის თავმჯდომარედ“ რუსული ტელეკომპანია НТВ-ს ყოფილი კორესპონდენტი აირჩიეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის "თავმჯდომარედ" რუსული ტელეკომპანია НТВ-ის ყოფილი კორესპონდენტი პეტრე გასიევი აირჩიეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი 2008 წლის ომს აქტიურად აშუქებდა. საომარი მოქმედებების გაშუქების გამო, რუსეთის იმ დროინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გასიევი სპეციალური ორდენით დააჯილდოვა. ცნობისთვის, 2012 წელს იგი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში პარტია Единая Осетия-ს შექმნაში მონაწილეობდა და ე.წ. პოლიტსაბჭოს წევრიც იყო. დე-ფაქტო პარლამენტში ე.წ. თვითმმართველობისა და კანონშემოქმედებითი მიმართულებით მუშაობდა. ანატოლი ბიბილოვის დე-ფაქტო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ე.წ. პარლამენტში სპიკერის პოსტი ვაკანტური დარჩა, რის გამოც ე.წ. ფრაქციამ გასიევის კანდიდატურა წარადგინა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას მხარი დე-ფაქტო პარლამენტის ე.წ. უმრავლესობამ დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)