09:48 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 18:26:15, 2215 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება მიეცა

სახალხო დამცველს  ბრალდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება მიეცა.

როგორც „ექსპრესნიუსს“  ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა  ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან სახალხო დამცველის არ დაშვება პროცესზე, ეს საერთაშორისო  სამართლის და მთელი კონვენციების უარყოფაა.

„გიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ეს არის კანონის სრული დაცვა იმიტომ, რომ  სახალხო დამცველის არ დაშვება, ეს არის საერთაშორისო  სამართლის და მთელი კონვენციების უარყოფა. მოსამართლემ ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, 30 მაისს სახალხო დამცველმა ბრალდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრებისა და მონიტორინგის განხორციელების სურვილი გამოთქვა, თუმცა მოსამართლემ მას ამის  საშუალება არ მისცა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მხარეებს მიმართა,  სასამართლოსთვის  წარედგინათ არგუმენტირებული და სამართლებრივად დასაბუთებული შუამდგომლობა სახალხო დამცველის დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics