03:36 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 16:15:45, 2380 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს  საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ.

ამის შესახებ  „ექსპრესნიუსს“ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი  ფანცულაიამ განუცხადა.

"ორი კვირის განმავლობაში მზადდებოდა სარჩელი. თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზის მიმართ ცილისწამების, პატივის, ღირსების შელახვის თაობაზე სარჩელი ამ დღეებში, შეიძლება ხვალაც შევიდეს, არ არის გამორიცხული“,-განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება 30 მაისს სახალხო დამცველის სასამართლო პროცესზე არ დაშვებას, ფანცულაიამ აღნიშნა, რომ ომბუდსმენს ყველანაირი სამართლებრივი უფლება აქვს ხვალინდელ პროცესებს დაესწროს.

„მე როგორც ინფორმაცია მაქვს სახალხო  დამცველმა წერილობით მიმართა სასამართლოს, სამართლებრივად დასაბუთებულად. იმედი მაქვს, რომ ამ სამართლებრივ დასაბუთებაზე კანონიერ  გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე და მიეცემა საშუალება, რომ ხვალიდან დაესწროს პროცესებს. იურიდიულად ყველანაირი უფლება აქვს სახალხო დამცველს, რომ დაესწროს აღნიშნულ პროცესებს“, - აღნიშნა  ფანცულაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics