|
2017-06-08 14:21:29, 2158 ნახვა
სამართალი
საქართველოს საგარეო უწყება ნიუ-იორკში ქართველების დაკავებასთან დაკავშირებით დეტალებს არკვევს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნიუ იორკში ქართველების დაკავებასთან დაკავშირებით, რაიმე ახალი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გენერალურ საკონსულოს აქვს მითითება, პროცესში ჩაერთოს და დეტალები გაარკვიოს: “ეს ძალიან ახალი ინფორმაციაა, ჩვენც ცოტა ხნის წინ მივიღეთ ეს ინფორმაცია. გენერალურ საკონსულოს აქვს მითითება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში. ვარკვევთ დეტალებს. იქ ახლა ღამეა, როგორც კი გათენდება, გენერალური საკონსულო აუცილებლად შესაბამის სტრუქტურებთან ჩაერთვება ამ პროცესში და დამატებითი დეტალების მიღებისთანავე გაცნობეთ ინფორმაციას“,-აღნიშნა ზალკალიანმა. ნიუ იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე ე.წ. კანონიერი ქურდია, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულთაგან 15 ქართველია. რუსულ-ქართული სინდიკატის წევრებს ბრალად ფულის უკანონოდ გამოძალვა, ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა, მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება ედებათ. არსებული ინფორმაციით, შტატის პროკურატურამ კრიმინალური დაჯგუფების 27 წევრს ბრალი უკვე წაუყენა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მათ ბრალად რეკეტი და ფულის უკანონოდ გამოძალვა ედებათ, რასაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ძანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ნიუ იორკის პოლიციის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერმა ქურდების დაჯგუფება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ნიუ იორკიდან ლას ვეგასამდე მოქმედებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)