23:02 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 14:41:35, 576 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: საამაყოა, საქართველო მსოფლიოში მე-4 სახელმწიფოა, სადაც შშმ პირებს SMS და ვიდეოზარის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ

27 მარტიდან  ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის დაინერგა SMS და ვიდეოზარის 24-საათიანი უფასო სერვისი; სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც დღეს აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის SMS სერვისი დანერგილია 18 ქვეყანაში, ვიდეოზარის სერვისი მოქმედებს 6 ქვეყანაში, ხოლო ორივე სერვისი  ფუნქციონირებს მხოლოდ 3 ევროპულ სახელმწიფოში (ჩეხეთი, მალტა და საფრანგეთი).
„საამაყოა, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მე-4 სახელმწიფოა, სადაც შშმ პირებს ორივე სერვისით სარგებლობა შეუძლიათ. ეს არის პირველი ნაბიჯები, რომლებიც გადადგმულია ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ დიდ წარმატებებს მივაღწევთ და საქართველოში თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლება იქნება სრულად დაცული და რეალიზებული“,–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.
მისივე განცხადებით, ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სრულფასოვანი სოციალური ინტეგრაციისთვის და ამ კუთხით არსებული ბარიერების დასაძლევად.
„როგორც იცით,  27 ოქტომბრის  სხდომაზე, საბჭო გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის ორგანოდ დასახელდა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ფუნქციებს. კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს.  არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მთავრობის მიერ ამ მიმართულებით, აღსანიშნავია, სულ ახლახანს დაწყებული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების სამსახურის - 112-ის ახალი სერვისი. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის დაინერგა SMS და ვიდეოზარის 24-საათიანი უფასო სერვისი. ეს პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერითა და დახმარებით,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საქართველოს მთავრობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics