02:26 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 12:16:44, 2036 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: თუ კახი კალაძე იქნება მერობის კანდიდატი, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო დიდი მაჩვენებლით გაიმარჯვებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის  საუკეთესო კანდიდატი იქნება.

წულუკიანის შეფასებით, თუ  კალაძე  მერობის კანდიდატი იქნება,  „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო დიდი მაჩვენებლით გაიმარჯვებს, ვიდრე  სხვა ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში:

„ქართულ ოცნებას“  რა თქმა უნდა,  ეყოლება თავისი კანდიდატი  მერის პოზიციაზე, თბილისში და  ასევე სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში,  ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ კახი კალაძე იქნება საუკეთესო კანდიდატი. თუ ეს ასე იქნება, რა თქმა უნდა, მას ექნება ჩემი, როგორც  ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირის, მხარდაჭერა, რომელიც  „ქართული ოცნების“ წარმატებისთვის უკვე მეხუთე წელია მუშაობს იმ სტრუქტურაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. ვფიქრობ, თუ კახი კალაძე იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი,  „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო დიდი მაჩვენებლით გაიმარჯვებს, ვიდრე  სხვა ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics