|
2015-04-17 11:27:27, 945 ნახვა
ეკონომიკა
EBRD-ის პრეზიდენტი: საქართველოში ინვესტირებისთვის კარგი გარემოა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სერ სუმა ჩაკრაბარტის (Suma Chakrabarti) შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და თბილისში დაგეგმილი EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის დეტალები განიხილეს. "საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საიმედო პარტნიორია. ძალიან მნიშნელოვანია ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, რომელიც რამდენიმე კვირაში სწორედ საქართველოში გაიმართება. ჩვენ 1500-მდე ბიზნესმენი, ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რათა გავეცნოთ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, თქვენი ქვეყნის მიღწევებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს. გასულ წელს ბანკმა წარმატებით განახორციელა 215 მლნ ევროს ღირებულების პროექტები სხვადასხვა სექტორში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინვესტირებისთვის კარგი გარემოა", - განაცხადა ჩაკრაბარტიმ. ნოდარ ხადურის განცხადებით, ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკი უახლოეს პერიოდში საქართველოში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. მათი მხარდაჭერით საქართველოში ბევრი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციები - კერძო სექტორში. უახლოეს პერიოდში ბანკი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში კიდევ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული და შესაძლებლობა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მოიზიდოს ახალი ინვესტიციები", - აღნიშნა ხადურმა. უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა მსოფლიო ბანკის მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტს, კეიკო ჰონდას. შეხვედრაზე ქვეყანაში მსხვილი უცხოური ინვესტიციების დაზღვევის პერსპექტივასა და ამ კუთხით MIGA-ს მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)