|
2017-06-05 19:17:17, 2049 ნახვა
კომენტარი
პრემიერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე: ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში გამორიცხულია
„საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში აბსოლუტურად გამორიცხულია“,-ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსთვის დემოკრატიული სტანდარტების განვითარება და შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია: „მე შევთავაზე აფგან მუხტარლის ოჯახს, ცოლსა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა და დაცვა. პიროვნება, რომელზეც საუბრობენ, დაკავებულია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში აბსოლუტურად გამორიცხულია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გაიტაცეს. მუხთარლის ბრალი ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობაში და კონტრაბანდაში. ბაქოს სასამართლომ მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)