|
2017-06-05 16:30:05, 2095 ნახვა
კომენტარი
ძაბირაძე: საგამოძიებო სამსახურში ცვლილებები შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თორდია-ფარცახალაძის საქმის გამოძახილია
ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში, ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საკადრო ცვლილებები შესაძლოა, ყოფილ მთავარ პროკურორსა და გენერალურ აუდიტორს შორის მომხდარ ინცინდენტს უკავშირდებოდეს. ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ ვინმემ ფარცხალაძე-თორდიას ინციდენტი საგამოძიებო სამსახურში საკუთარი კადრების მოსაყვანად გამოიყენოს. „საქმის ზუსტი შეფასება გამიჭირდება იმასთან დაკავშირებით, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩოხელის გვარი ფიგურირებდა ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირებას შორის და გარდა ამისა, იგივე ბადაშვილს უკავშირებდა საზოგადოება, რომ ეს ფარცხალაძის შემდეგ მან დაიკავა გენერალური პროკურორის თანამდებობა და მოიაზრებოდა მის კადრად პროკურატურაში, შემდეგ კი ის გადავიდა ფინანსურ პოლიციაში, ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აი ამ სკანდალის გარკვეული გამოძახილია ის, რომ მოხდა ამ უწყებაში ამ ხალხის გადაადგილება. არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ უბრალოდ ვინმემ ეს ფაქტი, ვგულისხმობ ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირებას და მასში ჩოხელის მონაწილეობას, გამოიყენა იმისათვის, რომ მან საკუთარი კადრები მოიყვანოს უწყებაში“,-აღნიშნა ექსპერტმა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა დატოვა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ თანამდებობას საგამოძიებო უწყების კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი გიორგი ბადაშვილი ტოვებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)