|
2015-04-17 09:41:30, 654 ნახვა
სამართალი
შსს-მ თაღლითური დაჯგუფების სამი წევრი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების სამი წევრი: 1982 წელს დაბადებული გელა მ, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მანუჩარ ჯ. და 1989 წელს დაბადებული ლევან ბ. თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, წერეთლის გამზირზე საოფისე ფართი იქირავეს, შემდეგ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ვითომდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან ავტომანქანების ჩამოყვანისა და რეალიზაციის მიზნით, დაარეგისტრირეს შპს „ამერიქან მოტორსი“. „თაღლითური დაჯგუფების წევრებმა ინტერნეტ საიტ „myauto.ge“-ზე განათავსეს განცხადებები, თითქოს-და სხვადასხვა ქვეყნიდან ავტომანქანების ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას ახდენდნენ, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის და მოქალაქეების მოზიდვის მიზნით, სპეციალურად მოაწყეს ოფისი, სადაც აფორმებდნენ ხელშეკრულებებს ავტომანქანების ჩამოყვანასთან დაკავშირებით. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებს ამერიკიდან და ევროპიდან მანქანები არ გამოუწერიათ და არც შეუკვეთიათ. ბრალდებულებმა 19 მოქალაქეს კომპანიის ანგარიშზე მოტყუებით გადაარიცხინეს სხვადასხვა ოდენობის თანხა და თაღლითურად დაეუფლნენ. დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხის რაოდენობამ საერთო ჯამში 267 000 აშშ დოლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა შპს „ამერიქან მოტორსი“-ს ოფისის, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანების ჩხრეკისას სხვადასხვა დოკუმენტაცია, კომპიუტერები, თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი: 31200 აშშ დოლარი, 5900 ევრო და თაღლითურად მოპოვებული ფულით შეძენილი „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)