|
2017-06-03 18:56:02, 985 ნახვა
რეგიონი
მაშველებმა საზღვაო სეზონზე ორი წლის განმავლობაში 700-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ აჭარაში საზღვაო სეზონი გახსნა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილეები მერაბ მალანია და დავით ვარდიაშვილი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. შს მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ მაშველებს სეზონის გახსნა მიულოცა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. „შს სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა მოსამზადებელ სამუშაოს, რათა ჩვენს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს საქართველოს საზღვაო კურორტებზე უსაფრთხო და კომფორტული დასვენების საშუალება ჰქონდეთ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგრძნობლად შემცირდა ზღვაზე უბედური შემთხვევების რაოდენობა. ჩვენმა მაშველებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ასობით ადამიანს აღმოუჩინეს მაღალპროფესიონალური და ოპერატიული დახმარება, 2015-2016 წლებში 700-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. საზღვაო სეზონს ჩვენ წელსაც სათანადოდ მომზადებულები ვხვდებით“, - აღნიშნა მერაბ მალანიამ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წლევანდელი საზღვაო სეზონისთვის 135 მაშველი შეარჩია და გადაამზადა. ახალ საზღვაო სეზონზე მაშველების ყოველდღიური სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად წყალზე სამაშველო განყოფილებისთვის ბათუმის ნავსაყუდელში კეთლმოწყობილი სამაშველო პუნქტი მოეწყო. ასევე, გარემონტდა თორმეტი მცურავი საშუალება. მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, ზღვაში საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები განთავსდა, სამაშველო საგუშაგოები თანამედროვე საზღვაო-სამაშველო ინვენტარით აღიჭურვა, სანაპირო ზოლში კი ქართული და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ბანერები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც მოხდება დამსვენებელთა გაფრთხილება ცურვისთვის სახიფათო ადგილების შესახებ. შს მინისტრის მოადგილეებმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა მაშველებს ახალი საზღვაო-სამაშველო აღჭურვილობა, სამუშაო ფორმები, პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის განკუთვნილი სამედიცინო ჩანთები და სხვა საჭირო ინვენტარი გადასცეს. ღონისძიებაზე წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაციური ჩვენებაც მოეწყო.
(NS)
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)