|
2017-06-03 14:23:18, 1148 ნახვა
რეგიონი
სანაპირო ზოლზე სამაშველო სამსახური ამოქმედდა
დღეიდან სამაშველო სამსახურმა სანაპირო ზოლზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყო. საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე სამაშველო სამსახურის განახლებული აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან, დავით ვარდიაშვილთა და მერაბ მალანიასთან ერთად დაესწრო. ხელმძღვანელმა პირებმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს სიტყვით მიმართეს და მადლობა გადაუხადეს გასულ სეზონზე მიღწეული წარმატებებისათვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართვისას ხაზი გაუსვა სამაშველოს მომსახურების მნიშვნელობას. მისი თქმით, საზღვაო ქალაქისათვის მომსახურების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება და მაღალი დონე კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი საზღვაო კურორტების უსაფრთხოებას და რეგიონის პოპულარიზაციას. მაშველებმა წყალზე მცურავი საშუალებები წარმოადგინეს. სარფის მონაკვეთიდან ჩოლოქამდე დამსვენებლების უსაფრთხოებაზე წელს 135 მაშველი იზრუნებს. შსს განხორციელდა შესყიდვების ციკლი, რის შედეგადაც გარემონტდა არსებული ტექნიკა, ახალი ეკიპირების შესყიდვა განხორციელდა მაშველებისთვის, ისინი აღჭურვილები არიან პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქებით, რაც მაშველებს საშუალებას მისცემს დაზარალებულებს აღმოუჩინონ პირველადი დახმარება. ღონისძიებას ასევე საქართველოს სამთავრობო დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
(NS)
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)