|
2017-06-02 10:40:47, 2038 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, სერგეი იარავოის შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, სერგეი იარავოი, უკრაინის პოლიციის დელეგაციასთან ერთად, თბილისს სპეციალურად პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად ეწვია. გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უკრაინის მხარესთან თავის კომპეტენციაში შემავალ ყველა ძირითად სფეროში გაფორმებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებები. ახლა უკვე მთავარია, მოვახდინოთ ამ ხელშეკრულებების იმპლემენტაცია და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილეს უწყებაში ბოლო პერიოდში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები, ასევე, შსს-ს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს შსს-ს აკადემიის საერთაშორისო ტრენინგ-პროექტზეც, რომლის ფარგლებშიც, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე ერთობლივი სწავლებები განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის, ერთიანი მიდგომის შემუშავებას, ასევე, მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას. (NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)