00:18 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 13:47:00, 1999 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ომბუდსმენი: 2016 წელს ერთ წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა, ეს მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოა

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბები კვლავ მაღალია. 

ომბუდსმენმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობაზე, ასევე ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რაოდენობის ზრდის სტატისტიკაზე და ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება. 

„ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბები კვლავ მაღალია და ჩვენ ამის კონკრეტული ფაქტები გვაქვს ანგარიშში ასახული. ბავშვთა სიღარიბე ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ბავშვთა სიკვდილიანობით საქართველო კვლავ მაღალ პოზიციაზეა. გასულ წელს 0-1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა და ეს მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოა, ასევე ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვთა მდგომარეობის კუთხით არის სერიოზული გამოწვევები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების კუთხით ანუ საკმაოდ ბევრია ის პრობლემები, რომლებსაც ბავშვები აწყდებიან“, - აღნიშნა ნანუაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics