00:17 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 10:48:30, 2575 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: აფგან მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტი აღმოჩნდა, გუშინ არასწორი ინფორმაცია მქონდა

დაზუსტდა და აფგან მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტი აღმოჩნდა, გუშინ არასწორი ინფორმაცია მქონდა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. 

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, მუხთარლი ჟურნალისტის გარდა უშიშროების სამსახურის უფროსიც არის.

„როგორც აღმოჩნდა, უშიშროების სამახურის უფროსიც იყო და ჟურნალისტური გამოძიებების ავტორიც“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

ამასთან, მინისტრმა უარყო ქართველი ძალოვნების მონაწილეობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადაცემაში.

ჯეჯელავას თქმით, ამ ბრალდებას ოპოზიცია ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ არასამთავრობოებმა უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია, არის თუ არა აფგან მუხტარლი რეალურად ჟურნალისტი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics