07:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 16:55:26, 1960 ნახვა

სამართალი
ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის წინააღმდეგ ე.წ. პროკურატურამ „სისხლის სამართლებრივი დევნა“ შეწყვიტა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის წინააღმდეგ  ე.წ. პროკურატურამ "სისხლის სამართლებრივი დევნა" შეწყვიტა. ამის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გალში  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს განუცხადეს.

კერძოდ, სუს-ის ინფორმაციით,  გალში  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 46-ე შეხვედრაზე  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს. ასევე, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს. მონაწილეებთან ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ  აუციელებელია მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანი ოღლის დაკავება, რაზედაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ  მის  წინააღმდეგ  ე.წ. პროკურატურამ "სისხლის სამართლებრივი დევნა" შეწყვიტა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics