23:20 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 11:34:22, 2281 ნახვა

სამართალი კომენტარი
პრემიერი: ჩვენი მიზანია, პოლიცია კიდევ უფორ დაუახლოვდეს ხალხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქმე, რომელსაც ემსახურებით, უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ხშირად რისკი ფასად გიწევთ მუშაობა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას მრავალი პოლიციელი შეეწირა. ისინი ჩვენთვის გმირები არიან. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მივუახლოვდეთ ევრო სტანდარტებს. ჩვენ ცივილიზებულ სტანდარტებს ვამყარებთ ჩვენი. ჩვენი მიზანია, პოლიცია უფრო დაუახლოვდეს ხალხს, პოლიცია და საზოგადოება თანამშრომლებად იქცნენ. მჯერა, ჩვენ ძალიან მალე გვექნება ჭეშმარიტად 21-ე საუკუნის პოლიცია, რომლითაც ყველა ვიამაყებთ. დარწმუნებული ვარ, თქვენი პროფესიონალიზმით თქვენს წვლილს შეიტანთ თანამედროვე, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, შსს პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics