|
2017-05-30 19:54:56, 2445 ნახვა
სამართალი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან ბაქოში პიროვნების დამადასტურებელი საბუთების გარეშე გადაიყვანეს
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელიც გუშინ თბილისში გაუჩინარდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთისას პასპორტი ან საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თან არ ჰქონია, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა სახლის" კოორდინატორმა ნათია თავბერიძემ განუცხადა. თავბერიძის თქმით, ბაქოში დაკავების თაობაზე მის მეუღლეს აცნობეს. "ჟურნალისტის მეუღლეს დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ის ბაქოშია დაკავებული. მისი ადგილობრივი იურისტი მასთან შესვლას ცდილობს. ჟურნალისტის ყველანაირი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი მის მეუღლეს, თბილისში აქვს. გვაინტერესებს, როგორ მოხდა მისი გადაყვანა საზღვარზე, თუ არც პასპორტი და არც პირადობა ხელზე არ ჰქონდა", - განაცხადა ნათია თავბერიძემ. აღნიშნულთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)