|
2015-01-14 11:13:41, 1167 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ ტროტუარზე ავტომობილების პარკირების აკრძალვასთან დაკავშირებით დავალება გასცა
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების აკრძალვასთან დაკავშირებით დავალება გასცა. როგორც დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ქალაქის ქუჩებში, კერძოდ კი ტროტუარებზე ავტომობილების პარკირებასთან დაკავშირებულ ვითარებას შეისწავლის და მოქალაქეებს ავტოსადგომებისთვის სხვა, ალტერნატიულ ვარიანტებს შესთავაზებს. „ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მოგვმართავენ მოქალაქეები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ხშირია ტროტუარებზე ავტომანქანების უკანონოდ პარკირება. ჩვენი წინამორბედების მიერ ტროტუარებზე დაახლოებით 2000–მდე ადგილია გაცემული, სადაც პარკირება ოფიციალურად ნებადართულია. ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ავტომანქანების პარკირებამ ფეხით მოსიარულეებს დამატებითი დისკონფორტი შეუქმნა. შესაბამის სასამხურებს მინდა დაგავალოთ, რომ ეს საკითხი დროულად მოაგვაროთ. პირველ რიგში მინდა წარმომიდგინოთ ზუსტი ინფორმაცია იმ ქუჩების შესახებ, სადაც ვიწრო ადგილებია და ფეხით მოსიარულეებს დისკონფორტი ექმნებათ“, – აღნიშნა ნარმანიამ. მისივე თქმით, ბევრ ცივილურ ქვეყანაში უპირატესობა ფეხით მოსიარულეებს ენიჭებათ, საქართველოში კი, უპირატესობით ავტომობილები სარგებლობენ. „ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის უწყებებთან, საპატრულო პოლიციასთან ერთად აქტიური მუშაობა დავიწყოთ იმაზე, რომ უპირატესობა ფეხითმოსიარულეებს ჰქონდეთ“, – განაცხადა დანმანიამ და შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, რომ პარკირების შეზღუდვასთან დაკავშირებით წინადადებები წარმოადგინონ. გარდა ამისა, დედაქალაქის მერის თქმით, თბილისში არის ადგილები, სადაც გზის გადაკვეთა უკანონოდ ხდება. „არის ისეთი ადგილები, სადაც გზის გადაკვეთა უკანონოდ ხდება. რა თქმა უნდა მოქალაქეებს უნდა მოვუწოდოთ, რომ ნაცვლად ასეთი ადგილებისა,მათთვის ოფიციალურად განკუთვნილ ადგილებზე გადაადგილდნენ. ამიტომ ამ თვალსაზრისით აქტიური მუშაობა მოგვიწევს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა და შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, რომ ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით წინადადებები იანვრის ბოლომდე წარმოადგინონ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)