23:19 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 13:20:32, 2374 ნახვა

სამართალი კომენტარი
ადვოკატი: ოხანაშვილზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ დამნაშავეა და გამოძიებისთვის თხოვნა რატომ გახდებოდა საჭირო?

„ყველაზე მაღალი ავტორიტეტი ვისაც აქვს საპატრიარქოში, ერთი ვიცი, რომ შორენაა. საერთოდ სთხოვა თუ არ სთხოვა, ან ვინ სთხოვა გამოძიებას ოხანაშვილთან დაკავშირებით რაიმე, არ ვიცი“, - ასე უპასუხა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ „ექსპრესნიუსის“ შეკითხვას - ვის აქვს საპატრიარქოში ისეთი ავტორიტეტი, რომლის თხოვნასაც, რომ არ დაეკავებინათ სოსო ოხანაშვილი, გამოძიება გაითვალისწინებდა.

„სოსო ოხანაშვილზე მტკიცებულება არც არსებობს, რომ დამნაშავეა და თხოვნა რატომ გახდებოდა საჭირო? აქაც კითხვის ნიშანია. სთხოვა თუ არ სთხოვა, თუ სთხოვა ვინ? მართლა არ ვიცი“, - განუცხადა ფანცულაიამ „ექსპრესნიუსს“ და დასძინა, რომ ედიშერ ქარჩავა პროკურატურის და შორენა თეთრუაშვილის ჯგუფის პოზიციის გამხმოვანებელია.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ გუშინ განაცხადა, რომ ერთ-ერთმა მაღალმა იერარქმა გამოძიებას სთხოვა, სოსო ოხანაშვილი არ დაეჭირათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics