|
2017-05-30 13:08:22, 2645 ნახვა
სამართალი კომენტარი
პროკურორი: დეკანოზმა არ გაუშვა შანსი ხელიდან, საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გაეჭიანურებინა
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე ცდილობს, თავი აარიდოს მართლმსაჯულებას და გააჭიანუროს პროცესი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულმა დღეს ახალი საბაბი გამოიყენა, როდესაც სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატების ჩართვის მიზეზით კიდევ ერთხელ გააჭიანურა საქმის განხილვა. „დღევანდელ სხდომაზე სახაზინო ადვოკატმა განაცხადა, რომ უნდა ჩამოცილებოდნენ საქმის განხილვას, ვინაიდან ბრალდებულს ჰყავს ოთხი აყვანილი ადვოკატი. თუმცა, ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი დამატებით კიდევ საჭიროებდა სახაზინო ადვოკატებს. ბრალდებულს სურდა დღევანდელი სხდომის კიდევ ერთხელ გადადება იმ მოტივით, რომ ახალი ადვოკატები გაეცნონ საქმის მასალებს. ბრალდებულმა არ გაუშვა შანსი ხელიდან, რომ კიდევ ერთხელ გაეჭიანურებინა საქმის განხილვა. მას არ უნდა ნორმალური მართლმსაჯულება, რადგან კარგად იცის, რომ უტყუარი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, მისი ბრალეულობა დადასტურდება და ყველანაირი გზით ცდილობს, პროცესის გაჭიანურებას. მან გახსოვთ, ჩაშალა პროცესი, როდესაც პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა, დღეს კი, ახალი ადვოკატების ჩართვის საბაბით კიდევ ერთხელ გააჭიანურა საქმის განხილვა“, - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა. ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 ივნისს გაიმართება.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)