|
2017-05-29 19:39:53, 2056 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი - მუსტაფა ემრე ჩაბუქის შიში, ექსტრადიციის შემთხვევაში მისი წამების შესახებ, საფუძველს მოკლებული არ არის
საქართველოს სახალხო დამცველი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებისა და თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო ექსტრადიციის საკითხს ეხმიანება. ომბუდსმენი საქართველოს მხარის შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეისწავლოს ბრალდებულების მიმართ თურქეთში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები და გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით იხელმძღვანელოს. „2017 წლის 25 მაისს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა მ.ე.ჩ. და სამი თვის ვადით საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. საქართველოს სახალხო დამცველმა მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო და მისმა წარმომადგენელმა იმავე დღეს მოინახულა დაკავებული. დაკავებულის განმარტებით, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მას აწამებენ, ვინაიდან, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მას რესპუბლიკის პრეზიდენტის და ხელისუფლების მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. ამასთან, 2016 წლის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაკავებულთა უფლებების დარღვევის ფაქტების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციები და საერთაშორისო ორგანიზაციათა შეფასებები წარმოშობს ეჭვს, რომ დაკავებულის შიში, ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევისა და წამების შესახებ, არ არის საფუძველს მოკლებული. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მხარის შესაბამის ორგანოებს, დაკავებული მ.ე.ჩ.–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეისწავლოს დაკავებული ბრალდებულების მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები და გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით, რათა მ.ე.ჩ.–ს მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–3 მუხლის დარღვევას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)