|
2017-05-29 19:00:46, 2105 ნახვა
კომენტარი
თეოლოგი: საპატრიარქო საბჭოთა ტიპის, დღევანდელი ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სივრცეა, სადაც ბელადი პატრიარქია
თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის განცხადებით, პატრიარქი მის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას არავის პატიობს. როგორც მან "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, საპატრიარქოს წიაღში ადგილი აქვს მორიგ შიდა წმენდას, რომელსაც პატრიარქი დრო და დრო ახორციელებს. "საპატრიარქო არის, საბჭოთა ტიპის, დღევანდელი ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სივრცე. იქ არსებობს ბელადი პატრიარქი და მისი კულტმსახურები. ნებისმიერი, რომელიც ამ კულტის საკრალურობას ეჭვქვეშ დააყენებს და დაიწრიპინებს, რომ პატრიარქიც ცდება ხოლმეო, უკვე განწირულია მოკვეთისათვის. საპატრიარქოს წიაღში ადგილი აქვს მორიგ შიდა წმენდას, პროცესს, რომელსაც პატრიარქი დრო და დრო ახორციელებს. პატრიარქი არავის არ პატიობს მის მიმართ, კრიტიკულ დამოკიდებულებას, მათ შორის არც მეუფე პეტრეს. უბრალოდ ვინც საქართველოში დარჩა და ვინც ცოტა კრიტიკული მიდგომებით გამოირჩევა, მოხდება მათი მოწყვლა საპატრიარქოს წიაღიდან. მათ შორის მეუფე პეტრესი. ასეთი ხმამაღალი კრიტიკა პატრიარქის მიმართ, არავის გამოუთქვამს. ასე მაგალითად, ბასილს მღვდელმსახურებისა და ქვეყნის დატოვება მოუხდა. სავარაუდოდ ასე მოუწევს, მეუფე პეტრესაც. რეპრესიების ამ მორიგი ტალღის უპირველესი სამიზნეები არიან მეუფე პეტრე ცაავა, პროფესორი ზურაბ ბუაძე, პროფესორი გოჩა ბარნოვი, თეოლოგი ვლადი ნარსია და სხვები", - დასძინა მირიან გამრეკელაშვილმა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)