|
2017-05-29 16:31:27, 2381 ნახვა
სამართალი კომენტარი
მეუფე პეტრე ადასტურებს, რომ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატად მიხეილ რამიშვილი მისი რჩევით დაინიშნა
მეუფე პეტრე ადასტურებს, რომ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატად მიხეილ რამიშვილი მისი რჩევით დაინიშნა. ამასთან, მან მამალაძის პირველადი დაკითხვის პერიოდში სახელისუფლებო ზეწოლაზეც ისაუბრა: „პირველად, წინა დღეს, მამა გიორგისთან შევიდა მიტროპოლიტი ანდრია, შემდეგ მე შევედი და მომიყვა, თუ რამდენად დარღვეული იყო მისი უფლებები, თუ რამდენად ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ და აშანტაჟებდნენ დაკავების პირველი დღიდან და როგორ გაიტაცეს აეროპორტიდან და რა საშინელ ბრალდებას უყენებდნენ. პირველად ადვოკატი ვინც ესწრებოდა მის დაკითხვას, იყო უმრავლესობის წარმომადგენლის, ცნობილი სახის, ქართველი პოლიტიკოსის მიერ მოყვანილი, რომელმაც შემდეგ აარიდა თავი, რა თქმა უნდა, იყო სახელისუფლებო ზეწოლა. პირველადი დაკითხვის დამსწრე ადვოკატმა აარიდა თავი, რომ მას სახსრები არ გააჩნდა და სურდა, ვიღაც პრინციპული ადამიანი რომ ჰყოლოდა. ჰყავდა გიორგი ფანცულაია. პრინციპული, უანგარო ადამიანი სჭირდებოდა, ასეთი აზრად მომივიდა მიშა რამიშვილი, რომელთანაც ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა. აქ არაფერია დასამალი. მე რჩევა მივეცი, რომ თუ მიშა მას მოეწონებოდა, შევიდოდა და მე ვიქნებოდი პასუხისმგებელი, რომ მიშა ნამდვილად უღალატოდ და უანგაროდ დაუდგებოდა გვერდში. ადამიანი, რომელიც იყო გირგვლიანის ადვოკატი, წინა ხელისუფლების პერიოდში, მან დაამტკიცა თავისი პრინციპულობა, თავისი უშიშრობა და დაამტკიცა თავისი სამართლიანობა“,-განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მეუფე პეტრემ.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)