02:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-28 11:27:47, 2224 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძის განცხადებით, გიორგი კანდელაკის შეფასებები მედიაპლურალიზმზე სუბიექტური იყო

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის  პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ქართული ოპიზიციის წარმომადგენელი გიორგი კნდელკი სიცრუეში დაადანაშაულა. კერძოდ, სიტყვით გამოსვლისას, კანდელაკმა ქვეყანაში სასამართლო სისტემაში და მედიაპლურალიზმის კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. ჯანელიძის თქმით, კანდელაკის შეფასება სუბიექტური იყო და მედიაპლურალიზმის მიმართულებით ქვეყანაში დიდი პროგრესია:

„ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ პროცესებზე, იმ დიდ პროგრესზე, რომელიც მედიაპლურალიზმის მიმართულებით არსეობოს.იყო გარკვეული განცხადებები გაკეთებული, ისევ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლის მხრიდან. ასეთი ღია დებატები კარგია, მაგრამ ალბათ სუბიექტური არ უნდა იყოს შეფასებები.

მოგვეცა შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანი აუდიტორიისთვის გაგვეცნო ის პროგრესი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, რაც აძლიერებს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics