01:23 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-27 22:52:49, 2127 ნახვა

საზოგადოება
კახეთის რეგიონში სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი განეიტრალდა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ დღეს 27 მაისს კახეთის რვავე რაიონში დასავლეთიდან შემოსული მასშტაბური ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა.

ამ ეტაპზე ნასროლია 150 მდე რაკეტა, სისტემა ამ დრომდე აგრძელებს ჩრდილო და სამხრეთ-დასავლეთიდან ეტაპობრივად შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასების აქტიურ დამუშავებას.

ფრონტალურმა ღღუბლის მასებმა რეგიონში შემოსვლა დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო,
19:30 საათისთვის ახმეტის, საგარეჯოს, თელავის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარელის და ლაგოდეხის რაიონებში ღრუბლის მასები 150 ზე მეტი რაკეტით ეტაპობრივად დამუშავდა,
ღრუბლის გადაადგილების საშუალო სიჩქარე 50 მ/წმ იყო, სეტყვის მოსვლის ალბათობა 90%, რეგიონში ღრუბელმა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები შემოიტანა საშუალო ზომით  20-30 მმ.

სისტემა ამ დროისთვისაც აქტიური დამუშავების რეჟიმში მუშაობს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics