|
2017-05-26 13:27:35, 2068 ნახვა
კომენტარი
იზორია: თავდადება მუდამ იყო და არის ქართული მხედრული სულის სიმტკიცის საფუძველი - მადლობა მათ ვინც ეს დღე მოგვიტანა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის 26 წლისთავი მიულოცა. მინისტრმა ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალების და რიგითების განსაკუტრებულ ღვაწლს ხაზი გაუსვა. იზორიას შეფასებით, ისინი ქართულ შეიარაღებულ ძალებში საქართველოს ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად ღირსეულად მსახურობენ. "სამშობლოს დაცვა რჩეულის ხვედრია, რომელსაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და ქვეყნის ღირსების დასაცავად თავგანწირვის ხვთიური ძალა გააჩნია. ქვეყნისთვის თავდადება მუდამ იყო და არის ქართული მხედრული სულის სიმტკიცის საფუძველი, ამიტომაც ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიაში, ქართული მხედვრობის ლოცვა ერის განსაკუთრებული მადლიერების გამოხატულებაა. პირველ რიგში სამშობლოსთვის თავგანწირული გმირებისთვის ვლოცულობთ. ეს ლოცვა და მათი სახელების უკვდავყოფა გვაძლიერებს. მადლობა მათ ვინც ეს დღე თავგანწირვით და თავდადებით მოგვიტანა. ჩვენს ერთიანობასა და დამოუკიდებლობას ყველა ეპოქაში დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. არც თავისუფლება არსებობს მისი დაცვის ვალდებულების გარეშე. უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს თავისუფალ საზოგადოებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრება უპირველეს ყოვლისა თავისუფლების დასაცავად, მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი ვალდებულების აღებას გულისხმობს, რაც საკუთარი წილი თავისუფლების საკუთარი წილი მოვალეობით გაძლიერებას მოითხოვს. დღეს ამ მოვალეობას ქართველი ჯარისკაცები ნატო-სა და ევროკავშირის მისიის ფარგლებში, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად ასრულებენ. ისინი საკუთარ თავზე, თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობას იღებენ, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. სწორედ სამშობლოს უსაფრთხოებას, მისი დემოკრატიული და თავისუფალი განვითარების იდეას ემსახურება ქართველი ჯარისკაცი საერთაშორისო მისიებში. ქედს ვიხრი მათ წინაშე ვინც სამშობლოსგან შორს, სამშობლოსთვის თავი გასწირა. ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და თავუსუფლების დაცვის ვალდებულება საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციისა და არსებული საფრთხეების პირობებში თავდაცვის ახალი პოლიტიკის განხორციელების აუცილებლობის წინაშე გვაყენებს. სწორედ ამ ვალდებულებას იზიარებენ დღეს ფიცის დადებით წვევამდელები საკუთარი ოჯახების, თავისი მეგობრების, ნათესავებისა და სრულიად საქართელოს დასაცავად. წარმატებებს ვუსურვებ მათ ამ საპატიო მისიების შესრულებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ ერთიან, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს. ღმერთი იყოს თქვენი შემწე!", - აღნიშნა ლევან იზორიამ.
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)