|
2017-05-25 18:53:22, 2323 ნახვა
სამართალი
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეზე ირაკლი მეძმარიაშვილის კიდევ ორი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმის მოსამზადებელი სხდომა დღეს დასრულდა, რომელზეც მოსარჩელის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა. მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატის ორი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა მოწმის დაშვებაზე უარი განაცხადა. მეძმარიაშვილის ადვოკატის, როინ მიგრიაულის თქმით, მოწმე საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, თუმცა მოსამართლემ მის დაშვებაზე უარი განაცხადა. "დღეს დავამთავრეთ მოსამზადებელი ეტაპი და ვიმედოვნებ, რომ ივნისში მთლიანად დავამთავრებთ საქმის განხილვას. დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ დამატებითი სესიის ოქმები ანუ წინა წლების, რომლითაც გვინდოდა დაგვერწმუნებინა სასამართლო, რომ გარკვეული ორგანიზაციები, რომლებმაც დელეგატები წარადგინეს 2016 წლის 23 დეკემბერს, არ ყოფილან გაწევრიანებული. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ეს უნდა დავამტკიცოთ 6 ივნისს არსებით განხილვაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ მათ არ ქონდა უფლება მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. მოწმეს რაც შეეხება, ის ძალიან ბევრ, საქმისთვის საჭირო ინფორმაციას ფლობს და დავაყენეთ შუამდგომლობა, მაგრამ სასამართლომ არ მიიჩნია აღნიშნული მოწმის ჩართვა სავალდებულოდ",- აღნიშნა როინ მიგრიაულმა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის საქმის დროულად დასრულება მნიშვნელოვანია. ირაკლი მეძმარიაშვილი სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელობის ბრალდებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. "რაც უფრო მალე დამთავრდება ყველაფერი, უკეთესი იქნება. თუ სეოკ-ს რაიმე საბუთი აქვს დროზე მოიტანონ, რომ მალე დამთავრდესეს საქმე. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაც პრობლემა აქვთ და აჭიანურებენ საქმეს. ჩემს მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს მინდა ვუპასუხო - ჯერ გამკეთებლის და მერე დამბრალებლის...",- განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა. საქმე არსებით განხილვის ეტაპზე 6 ივნისს 14:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გადავა, რომელიც შესაძლოა 12 ივნისს 13:00 საათზე გაგრძელდეს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)