|
2017-05-25 17:02:24, 3267 ნახვა
კულტურა
ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი ქართველ შემსრულებლებთან ერთად საქართველოში კონცერტებს გამართავს
საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური პროექტი Made in Georgia განხორციელდება, რომელშიც ცნობილი ჰოლანდილი და ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლები არიან ჩართული. Netherlands Wind Ensemble (ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი) ჰოლანდიელი მუსიკოსებისგან შემდგარი ორკესტრია, რომელიც მსმენელს მდიდარ რეპერტუარს სთავაზობს სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ორიგინალური ინტერპრეტაციებითა და მრავალფეროვანი კულტურული თავისებურებებით. NBE თანამშრომლობს არაერთ მუსიკოსთან, კომპოზიტორთან, პოეტთან თუ შემსრულებელთან მთელი მსოფლიოდან, რათა მუდმივად საინტერესო და განახლებადი პროგრამა შესთავაზოს მსმენელს. მათი საერთაშორისო პროექტი Made in... ამჯერად საქართველოში ჩამოდის და ქართველ მუსიკოსებს აერთიანებს. ნიაზ დიასამიძე, ლევან ცხადაძე, გორის ქალთა გუნდი, ანჩისხატის გუნდი და ფოლკლორული ანსამბლი ადილეი NBE-სთან სპეციალურ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებენ ქართველ მსმენელს. კონცერტები საქართველოში რამდენიმე ადგილას ჩატარდება: · 25 მაისს, 18:00 საათზე - კონსერვატორიის დიდი დარბაზი (ბილეთები იყიდება); · 26 მაისს, 21:15 საათზე - ვაკის პარკი, კლუბი 33 ა (დასწრება თავისუფალია); · 27 მაისს, 20.00 საათზე - ლოპოტას ტბის დასასვენებელი კომპლექსი (დასწრება თავისუფალია); · 28 მაისს, 19.00 საათზე - თელავის თეატრი (დასწრება თავისუფალია). საკონცერტო ტურნეს დასრულების შემდეგ NBE-ის შემოქმედებითი ჯგუფი სპეციალურ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს საქართველოში მათი მოგზაურობის შესახებ, რომლის პრემიერაც ჰოლანდიაში შემოდგომაზე გაიმართება. შემოდგომაზე, ასევე, დაგეგმილია საკონცერტო ტურნე ჰოლანდიის რამდენიმე ქალაქში, რომელშიც ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. 5-დან 19 ოქტომბრამდე ჰოლანდიის რამდენიმე ქალაქში 10 კონცერტი ჩატარდება, მათ შორის, ამსტერდამში, უტრეხტში, ედეში, ჰარლემში, ჰააგაში და ტილბურგში. Netherlands Wind Ensemble 1961 წელს დაარსდა. 1988 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ჰოლანდიელი მუსიკოსი, ჰობოისტი ბარტ შნეენმანია, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა NBE-ის ტრანსფორმაციაში და მისი პროგრამები მულტიკულტურული და მრავალფეროვანი გახადა. სცენაზე NBE-ის მუსიკოსები გამოირჩევიან განსაკუთრებული ვირტუოზულობითა და იმპროვიზაციით, რაც მათ მსმენელს აღაფრთოვანებს. გარდა საკონცერტო მოღვაწეობისა, NBE-ის აქვს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, ანსამბლის წევრები ახალგაზრდა ტალანტებს წარმატების მიღწევაში ეხმარებიან. NBE-ის განსაკუთრებული კავშირები აქვს ჰოლანდიის სამეფო ოჯახთან. პროექტის Made in Georgia მხარდამჭერები არიან ჰოლანდიის საელჩო საქართველოში, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თიბისი ბანკი, სასტუმრო Grove Design Hotel, ჟურნალი Georgia To See და ლოპოტას ტბის დასასვენელი კომპლექსი.
(R)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)