21:52 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 12:38:58, 1770 ნახვა

საზოგადოება
გოგონათა კლუბს პოეტი ლია ლიქოკელი ესტუმრა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მედიაციის სახლში, პროექტ - „გოგონათა კლუბის" მონაწილეებს პოეტი ლია ლიქოკელი შეხვდა.

სტუმარმა გოგონებს საკუთარი შემოქმედება გააცნო და ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა. „გოგონათა კლუბის“ წევრებს განსაკუთრებით მოეწონათ ლექსი - „გოგოობის კანონი“, რის შემდეგაც საუბარი გაგრძელდა გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელ სირთულეებზე, საკუთარი თავის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გაჩენაზე და დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე. შეხვედრას 30 გოგონა დაესწრო. პროექტის მიზანი 14-18 წლის გოგონებში ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა, რაც მათ მომავალში დაეხმარებათ ჯანსაღ, ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. პროგრამა მოიცავს ტრენინგებს და ასევე, შეხვედრებს წარმატებულ ქალებთან.   ღონისძიების დასასრულს სტუმარმა „გოგონათა კლუბში“ საპატიო წევრის სტატუსით გაწევრიანების სურვილი გამოთქვა.

პროექტი „გოგონათა კლუბი" მედიაციის სახლში მიმდინარეობს, რომელშიც ეტაპობრივად სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ერთვებიან. თითოეული ეტაპი ორთვიანია. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატი გადაეცემათ.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები. გოგონების გაძლიერებაზე ზრუნვა მედიაციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტია. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა. ცენტრი არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics