|
2017-05-24 19:44:09, 2228 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძემ ლიტვის ელჩთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ლიტვის მხარდაჭერის შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ და ლიტვის ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა ისაუბრეს. შეხვედრა, ფინანსთა სამინისტროში შედგა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ სტუმარს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმისა და მის საფუძველზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების შესახებ. თავის მხრივ, ლიტვის ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა განაცხადა, რომ ლიტვური მხარე გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში, მათ შორის, დაეხმაროს და გაუზიაროს გამოცდილება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების გატარების კუთხით. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ლიტვის ფინანსთა მინისტრის ვილიუს შაპოკას ბოლო შეხვედრის შესახებ, რომელიც კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში დაახლოებით ორი კვირის წინ გაიმართა. დიმიტრი ქუმსიშვილმა და ვილიუს შაპოკამ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს, რომლის დროსაც ლიტვურმა მხარემ საქართველოს მინისტრს რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება შესთავაზა. გიორგი კაკაურიძისა და გიედრიუს პუოჯუნასის შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. (NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)