|
2018-10-01 16:09:37, 2204 ნახვა
სამართალი
თბილისსა და სამეგრელოში სიჩქარის მზომი კიდევ 7 რადარი ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სიჩქარის მზომი სექციური რადარების მონტაჟს აგრძელებს. მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან, თბილისში არსებულ სიჩქარის კონტროლის 4 სექციას კიდევ 2 დაემატება, კერძოდ: მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის ქუჩის კვეთიდან აკაკი ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით; ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს და სამტრედიის ქუჩის კვეთიდან ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხიდის მიმართულებით და პირიქით, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხიდიდან სამტრედიის ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულ მონაკვეთებზე ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ. ასევე, 1 ოქტომბრიდან, სამეგრელოს რეგიონში ორმხრივად ამოქმედდება სიჩქარის მზომი 4 წერტილოვანი რადარი, კერძოდ, სენაკის მუნიციპალიტეტში, თეკლათის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ) და ხობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ). სულ, საქართველოს მასშტაბით, სიჩქარის მზომი 27 წერტილოვანი რადარი იფუნქციონირებს.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)