|
2017-05-24 12:40:02, 1860 ნახვა
კომენტარი
კალაძე: კვლავ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს „ინტერ რაოსთან“ და ყაზახურ მხარესთან, შესაძლოა დავები შეწყდეს
ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია „ინტერ რაოს“ მიერ საქართველოს მთავრობასთან დაწყებულ დავას გამოეხმაურა. როგორც კალაძემ აღნიშნა, კვლავ მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც „ინტერ რაოსთან“, ასევე ყაზახურ მხარესთან. კალაძე არ გამორიცხავს, რომ დავები შეწყდეს. „ჩვენ ვაწარმოებთ ისევ მოლაპარაკებებს როგორც „ინტერ რაოსთან“, ასევე ყაზახურ მხარესთან და ვნახოთ, შეიძლება მოხდეს ისე, რომ დავები შეწყდეს. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მივესალმებოდით ყაზახური მხარის დაბრუნებას მენეჯმენტში, მართვაში, თუმცა მათ ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღეს თუ არ მიიღეს, გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა და ჩვეულებრივ გრძელდება მოლაპარაკება“,-განაცხადა კახი კალაძემ. შეგახსენებთ, ყაზახური მედიის ინფორმაციით, "ყაზტრანსგაზმა" საარბიტრაჟო სასამართლოში "ყაზტრანსგაზ თბილისის" დასაბრუნებლად სარჩელი შეიტანა. მათივე ცნობით, კომპანიამ საქართველოში შვილობილის გაყიდვა ვერ შეძლო, ამიტომ მის დაბრუნებას ითხოვს. "ყაზტრანსგაზმა" "ყაზტრანსგაზ თბილისზე" კონტროლი 2009 წელს დაკარგა. როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მათ ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ 40 მილიონი დოლარის ვალი ჰქონდათ. საქართველოსთან საარბიტრაჟო დავას ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკარგის კომპენსირების მიზნით Интер РАО-ც გეგმავდა.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)