|
2017-05-23 14:56:29, 2307 ნახვა
სამართალი საზოგადოება
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არსებული, არაორდინარული ვითარება, აუდიტის სამსახურის ეფექტურ მუშაობას საფრთხეს უქმნის
პრეზიდენტის აზრით, არსებული, საკმაოდ არაორდინარული ვითარება, საფრთხეს უქმნის აუდიტის სამსახურის ეფექტურ მუშაობას და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ფუნქციონირებას, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, დღეს არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ინციდენტი კრიმინალურ შემთხვევას ცდება და პოლიტიკური ელფერი შეიძინა. "შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა, როგორც მაკონტროლებელმა ორგანომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს საგამოძიებო პროცესის მიმართ. ამ გამოძიებას აქვს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც, ვინაიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქმე სახელმწიფო უწყებების ეფექტურ ფუნქციონირებას ეხება. პრეზიდენტი, როგორც ქვეყანაში სახელმწიფო ორგანოთა ეფექტურად ფუნქციონირების გარანტი, ყურადღებით აკვირდება პროცესებს და მომავალშიც მიადევნებს თვალს მოვლენათა განვითარება", - აღნიშნა მიშველაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)