|
2015-04-15 15:18:39, 1069 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ სწრაფი გადახდის აპარატების მომხმარებლებისთვის გათამაშებას იწყებს
დღეიდან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც „თიბისი ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებზე რაიმე ტრანზაქციას შეასრულებს, მოულოდნელად შეიძლება დასაჩუქრდეს! „თიბისი ბანკის“ ახალი გათამაშება სწორედ დღეს დაიწყო და ის ყველაზე მასშტაბური გათამაშება იქნება გამარჯვებულების რაოდენობის მიხედვით - ჯამში, გათამაშებას 5 ათასი გამარჯვებული ეყოლება! გათამაშება 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ხნის მანძილზე ნებისმიერ მომხმარებელს, ვინც „თიბისი ბანკის“ სწრაფი გადახდის ტერმინალით ისარგებლებს, შანსი ეძლევა ჩაერთოს მომენტალურ გათამაშებაში და მოიგოს 20 000, 10 000 ან 5 000 ლარი, ასევე სხვადასხვა ფულადი პრიზი ან მობილურ ტელეფონზე სასაუბრო დრო გამარჯვებული მომხმარებლები ანგარიშსწორებისთანავე შეიტყობენ, იყო თუ არა მათი ტრანზაქცია იღბლიანი! თუმცა, მასშტაბური და ინოვაციური გათამაშება არ არის ის ერთადერთი სიახლე, რასაც „თიბისი ბანკი“ სწრაფი გადახდის აპარატების მომხმარებლებს სთავაზობს. აღსანიშნავია ისიც, რომ: „თიბისი ბანკი“ დღეს სწრაფი გადახდის აპარატების ყველაზე დიდ ქსელს ფლობს საქართველოში - ბოლო პერიოდში ბანკმა გააორმაგა აპარატების რაოდენობა და დღეისათვის საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებს უკვე 2600 აპარატი ემსახურება; გაუმჯობესდა ტერმინალების სისწრაფე; დაიხვეწა მენიუს დიზაინი - მომხმარებლისთვის უფრო მარტივი გახდა ტრანზაციის შესრულება; უახლოეს მომავალში სწრაფი გადახდის აპარატებით გადახდები განხორციელდება არა მარტო ეროვნულ ვალუტაში, არამედ დოლარსა და ევროშიც. ოპერაციების განხორციელება აგრეთვე შესაძლებელი იქნება პლასტიკური ბარათების საშუალებითაც. სწრაფი გადახდის აპარატების ქსელის გაფართოებასა და მომსახურების გაუმჯობესებაში „თიბისი ბანკის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია 12,6 მილიონ ლარს შეადგენს. იჩქარეთ, ისარგებლეთ სწრაფი გადახდის აპარატების ყველაზე დიდი და კომფორტული ქსელით და გახდით ერთ-ერთი გამარჯვებული, ხუთი ათას იღბლიან მომხმარებელს შორის! აქ გადახდა მომგებიანია!
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)