|
2017-05-19 16:47:51, 2021 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იზორია ზალბერის განცხადებაზე: ევროკავშირის გადასაწყვეტია რა ფორმით გასცემს მის განცხადებას პასუხს
„ევროკავშირის ოფიციალური ორგანოების გადასაწყვეტია თუ რა ფორმით და რა საშუალებით გასცემენ პასუხს ამ შემთხვევაში კერძო პირის განცხადებას“,-ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროაკვშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერის შეხვედრას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე- ფაქტო პრეზიდენტთან. „როგორც მე მაქვს ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ გააკეთა განცხადება. ეს არის მისი პირადი განცხადება, რომელიც არავითარ კავშირში არ არის ევროკავშირის ოფიციალურ პოლიტიკასთან და კურსთთან. შესაბამისად, ალბათ ევროკავშირის ოფიციალური ორგანოების გადასაწყვეტია თუ რა ფორმით და რა საშუალებით გასცემენ პასუხსმ ამ შემთხვევაში, კერძო პირის განცხადებას. მწვავედ დააყენა ეს საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ევროკავშირის წარმომადგენელიც იყო დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებისთვის“,-განაცხადა იზორიამ და და დასძინა, რომ საქართველო მკაცრად და მკაფიოდ აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკას. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში "გამარჯვება" მიულოცა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)