|
2017-05-19 16:02:53, 2257 ნახვა
სამართალი კომენტარი
პროკურორი: გიორგი მამალაძე როგორც არ უნდა ეცადოს, მართლმსაჯულებას თავს ვერ დააღწევს
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს საქმის გაჭიანურების მცდელობაში ადანაშაულებს. წიკლაურის განცხადებით, კანონი სახაზინო ადვოკატის დანიშვნას ითვალისწინებს და ბრალდებული როგორც არ უნდა ეცადოს, მართლმსაჯულებას თავს ვერ დააღწევს. "ისინი ვერც პროცესს ვერ გააჭიანურებენ და ვერც თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას. მათ მოუწევთ პასუხი აგონ სასამართლოს წინაშე. მას შემდეგ რაც არ დაემორჩილნენ მოსამართლის მითითებას, დაარღვიეს წესრიგი სხდომის დატოვებით, საპროცესო კანონის დარღვევით არ მიიღეს პროცედურაში მონაწილეობა, კანონით დადგენილი წესით, მოსამართლემ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება. კანონი ითვალისწინებს სახაზინო ადვოკატის დანიშვნასაც. სახაზინო ადვოკატის მონაწილეობით, რომელიც ვალდებული იქნება დაიცვას ბრალდებულის ინტერესები, გაგრძელდება სხდომა და ყველა მტკიცებულება იქნება გამოკვლეული. თუ ადვოკატები გააგრძელებენ პროცესის გაჭიანურებას და თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას, სახაზინო ადვოკატიც დაინიშნება და ჩვეულებრივად გაგრძელდება საქმის განხილვა", - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქოში სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა შეწყდა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)