22:50 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 13:57:18, 1997 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კვიპროსში ვიზიტის ფარგლებში, ნიქოზიაში მიმდინარე  ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალში მონაწილეობს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად გათვალისწინებულია ევროპაში არსებული კონფლიქტებისა და მათ მოსაგვარებლად ევროპის საბჭოს როლის განხილვა.

უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძე სხდომაზე სიტყვით გამოვა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ  მძიმე ვითარებაზე ისაუბრებს.

„მნიშვნელოვანია, რომ მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშზე „კონფლიქტი საქართველოში", რომელიც წარმოადგენს მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილს და საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იმსჯელებენ ისეთ გამოწვევებზე, როგორიც არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კულტურული ძეგლების განადგურება და მიგრაცია“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics