18:31 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 12:10:58, 2233 ნახვა

სამართალი კომენტარი
ადვოკატი: პროკურატურას დასამალი ბევრი აქვს და არ მიკვირს, რომ პროცესის დახურვას ითხოვენ

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვის სხდომების დახურვას ეწინააღმდეგებიან.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, სასამართლო სხდომები უნდა იყოს ღია, რათა საზოგადოებამ პირადად მოისმინოს პოზიციები და არ მიიღოს ინფორმაცია მხარეების მეშვეობით.

ასევე, ფანცულაიას თქმით, პროცესზე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს დასწრების საშუალება უნდა მიეცეთ.

"არ მიკვირს, რომ დახურვის სურვილი აქვთ, რადგან  მათ დასამალი ბევრი აქვთ", - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სასულიერო პირები და დედაოებიც ესწრებიან.

როგორც ცნობილია, პროკურატურა სხდომების სრულად დახურვას მოითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics