|
2017-05-19 11:17:12, 707 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა თხილვანაში მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს 1 475 000 ლარით, ხოლო 2 ოჯახს ბინით დააკმაყოფილებს
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მუდმივად მცხოვრები 32 ეკომიგრანტი ოჯახის საკითხი განიხილა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ოჯახებს, საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 800 000 ლარი გამოიყოფა. კომისიის სარეკომენდაციო წერილი დასამტკიცებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება. გარდა აღნიშნულისა, თხილვანაში მცხოვრები 27 ეკომიგრანტი ოჯახის 25 000-25 000 ლარით უზრუნველყოფის საკითხი სამთავრობო კომისიამ მაისის დასაწყისში განიხილა, ისინი თანხას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ჯამში, სოფელ თხილვანაში მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს 1 475 000 ლარი გამოეყოფა. 2 ეკომიგრანტი ოჯახის ბინებით დაკმაყოფილების საკითხი ხულოს სოციალურ სახლში განიხილება. სოფელ თხილვანაში მეწყერული პროცესები მიმდინარე წლის დასაწყისში გააქტიურდა. სტიქიამ საფრთხე ათობით ოჯახს შეუქმნა. კომისიამ სხდომაზე, ასევე გახილა ხულოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრებას დაქვემდებარებული 3 ოჯახის და ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული 3 ოჯახის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხი. ასევე, მოხდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობის განხილვა, სტიქიისა შედეგად დაზარალებული 2 და ხანძრის შედეგად დაზარალებული 1 ოჯახის ფინანსური დახმარების თაობაზე. ცნობისთვის, 2017 წელს უსაფრთხო საცხოვრისის შესაძენად თანადაფინანსება გაიცა 25 ოჯახზე. 9 ოჯახს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ბინა; 2017 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 27 ოჯახზე გაიცა - 279 022 ლარი; 2016 წელს საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 117 ეკომიგრანტი ოჯახი. 61 ოჯახზე გაიცა ფინანსური დახმარება 698 050 ლარის ოდენობით. (NS)
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)