|
2017-05-18 17:42:05, 2266 ნახვა
სამართალი კომენტარი
ლაშა თორდია: საქმეში, სადაც ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს, დანაშაულის ნიშნები იკვეთება
გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებით, საქმეში, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა და სადაც ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს, დანაშაულებრივი ნიშნები იკვეთება. შესაბამისად, თორდიას განმარტებით, დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნება. “დიახ, არის დანაშაულის ნიშნები, არის კონკრეტულად გადაწყვეტილებები, რომლებიც მიზანმიმართული იყო ოთარ ფარცხალაძის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რა თქმა უნდა, ამაზე შემდგომი რეაგირება უნდა გააკეთოს პროკურატურამ იმიტომ, რომ აუდიტის სამსახურის კომპეტენციას უკვე სცილდება, ჩვენ ვერ დავკითხავთ შემდგომ პირებს, ამის უფლებამოსილება არ გვაქვს. უკვე დაკითხვის რეჟიმში გამოვლინდება ვინ, რა, რის გამო გააკეთა ის, რაც გააკეთა”, – განაცხადა ლაშა თორდიამ. შეგახსენებთ, ლაშა თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი თავს დაესხა. თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. ლაშა თორდიას განმარტებით, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)