|
2017-05-18 10:55:03, 2280 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთი საქართველოს საბანკო და ფინანსურ სექტორებში ჩინური ინვესტიციის შემოსვლას წაახალისებს
ჩინეთის მთავრობა წაახალისებს ადგილობრივი კომპანიების მხრიდან საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორებში ინვესტიციებს წაახალისებს, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჰეფეიში გაიმართა. პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთში სამუშაო ვიზიტისას მონაწილეობა მიიღო პეკინში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „ერთი სარტყელი - ერთი გზა", რომლის დროსაც მოხსენება გააკეთა საქართველოს როლსა და ფუნქციაზე ახალი აბრეშუმის გზის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, დადებითი გზავნილი, რომელიც ჩინეთის ვიცე-პრემიერმა გააკეთა, პოზიტიურად აისახება საქართველოს ეკონომიკით მსხვილი ჩინური კომპანიების დაინტერესებაზე. ფორუმის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ კომპანიასთან "CEFC" საქართველოში ახალი ბანკის - „საქართველოს განვითარების ბანკის" დაფუძნების შესახებ მემორანდუმს. ახალი ბანკი ხელს შეუწყობს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)