|
2017-05-18 09:52:26, 1992 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: საქართველოს საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით ახალი კარი გაიღო
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას გამოეხმაურა. როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის. „მინდა, შევეხო ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც ჩინეთში გაფორმდა. ჩინეთში ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად.ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ევროკავშირთან, რომელიც საქართველოს ძალიან ჩინეთიდან ინვესტიციებისთვის საინტერესო ქვეყანად ხდის. ამიტომ, ვთვლით, ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა იქნება ახალი ადგილების შესაქმნელად, ახლი ინვესტიციების მოსაზიდად, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების გასავითარებლად, რაც საქართველოსთვის არის ძირითადი სრტრატეგიული მიმართულება. ეს არის მნიშვნელოვანი ახალი კარი, რომელიც გაიღო საქართველოს საექსპორტო პოტენციალის და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების მიმართულებით.საქართველო თანდათან იბრუნებს იმ გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც მას ისტორიულად გააჩნდა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ღია ასეთი ტიპის ეკონომიკური ურთიერთობისთვის. ვფიქრობთ, ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. მინდა, ყველას გადავუხადო ამდლობა, ვინც მის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)