|
2017-05-17 16:09:25, 1877 ნახვა
კომენტარი
ოთარ ფარცხალაძე: ლაშა თორდიას ჰკითხეთ, ვინ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა
ლაშა თორდიას ჰკითხეთ, ვინ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, - ასე უპასუხა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ პოლიციის შენობასთან შეკრებილ ჟურნალისტებს, სადაც ის გამოკითხვაზე იყო დაბარებული. როგორც ფარცხალაძემ აღნიშნა, 13 მაისს წამიერ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა დამატებით შეკითხვებს ყოფილმა პროკურორმა არ გასცა. ფარცხალაძე გამოკითხვაზე ადვოკატებთან ერთად მივიდა. როგორც მისმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა, ფარცხალაძე გამოკითხვაზე პირველივე გამოძახებაზე გამოცხადდა. მისივე თქმით, მას დასამალი არაფერი აქვს და დეტალურად მოუყვება გამოძიებას, რა ხდებოდა 13 მაისს კლუბ „ელ ცენტროში“. ცნობისთვის, ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)