18:31 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 13:23:17, 1884 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: მგონია, ზალბერს სიტყვა წასცდა ან იფიქრა, რომ თავისი განცხადებით ურთიერთობას მოაგვარებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერს სიტყვა წასცდა და ის საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის. 

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ზალბერს ურთიერთობის მოგვარება სურდა. 

„მგონია, რომ სიტყვა წასცდა ან იფიქრა, რომ თავისი განცხადებით რაღაც ურთიერთობას მოაგვარებს და ჟენევაში ამ პროცესის განვითარებას ხელს შეუწყობს, რაც სიღრმისეული შეცდომაა. არ მინდა, ეს საკითხი ან მისი ეს გადაცდომა საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკას დავუკავშირო, რადგან არასწორი ვიქნები. მაგრამ ამ პიროვნებამ განცხადება თავად უნდა გააკეთოს. ეს არც არაფერს უწყობს ხელს და საქართველოს მიმართ კიდევ არაკორექტულ დიპლომატიურ ნაბიჯს დგამს. ეს ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის, რომლის შესახებაც ძალიან კარგად ვიცით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა.

ცნობისთვის, მომხდარი ფაქტის გამო, საგარეო უწყებამ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაიბარა. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics