22:17 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 09:56:52, 1911 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის პირველი მოადგილე ლიტვის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსს, ლინას პარნავას შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბესიკ ამირანაშვილმა და ლინას პარნავამ საქართველოსა და ლიტვის საპოლიციო სტრუქტურებს შორის ორმხრივი, წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმარს უწყებაში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ბესიკ ამირანაშვილმა ლინას პარნავას შსს-ს მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა და მის ფუნქციებსა და მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა.

ლიტვის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს შს სამინისტროში პროგრამის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ - ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საპოლიციო საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics