18:32 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 16:31:18, 2051 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: რუსი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ დიდია და ვფიქრობ, ამას საფრთხეს არაფერი შეუქმნის

"მოხარული ვართ, რომ რუსეთიდან ტურისტული ნაკადები იზრდება. დიდი იმედი გვაქვს,  ეს ტენდენცია გაგრძელდება",-ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო უწყების  განცხადებას, რომლითაც თავის მოქალაქეებს  საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებას ურჩევენ.

მისივე შეფასებით,  რუსი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ დიდია და ამ  ინტერესს საფრთხეს არაფერი შეუქმნის.

"მთავარი,  ჩვენი პოლიტიკა გავაგრძელოთ. პოლიტიკურ დონეზე ესაა ე.წ. პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც აქვს საყოველთაო მხარდაჭერა, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. რაც შეეხება ხალხებს შორის ურთიერთობას,  ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ნაკადები იზრდება და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics