|
2017-05-16 12:43:23, 2065 ნახვა
სამართალი საზოგადოება
ადვოკატები: ფარცხალაძეს თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თორდია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს
ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსისთვის, ლაშა თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ადვოკატების ინფორმაციით, შექმნილი ვითარება ოთარ ფარცხალაძის პირადმა დაცვამ გაანეიტრალა. "ე.წ. ინციდენტი რამდენიმე წამი გრძელდებოდა. თორდიას არ მოეწონა ოთარ ფარცხალაძის მხრიდან, მისალმების ფორმა და დაიძაბა ვითარება მისი მხრიდან. ეს არ ყოფილა ინციდენტი და ფიზიკური დაპირისპირება. ვითარება ოთარ ფარცხალაძის პირადმა დაცვამ გაანეიტრალა", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა. მოსიაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ ის პირებიც, რომლებიც დაცვის მხარემ გამოკითხა. "ეს პირები არიან ნეიტრალური პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ინციდენტს და თავდასხმას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა მოსიაშვილმა. ამასთან, როგორც ადვოკატები აღნიშნავენ, ინციდენტის შემდეგ ლაშა თორდია ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებს. ჩვენს მიერ გამოკითხულ იქნა არაერთი თვითმხილველი პირი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია კი აბსოლუტურად განსხვავდება თორდიას მიერ გაკეთებული განცხადებებისაგან. კერძოდ, გამოკითხული პირები განმარტავენ, რომ ე.წ. ინციდენტის დაწყებისათანავე ფარცხალაძისადმი აგრესიულად განწყობილი თორდია განეიტრალდა პირადი დაცვის ადექვატური და პროპორციული ძალის გამოყენების საფუძველზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ლაშა თორდია სხვადასხვა დროს ურთიერთგამომრციხავ განცხადებებს ავრცელებდა. პირველ განცხადებაში, მისი თქმით, ექვსი პირი მონაწილეობდა, თუმცა ჩვენს მიერ გამოკითხული კაფე-ბარის თანამშრომლები, მათ შორის დაცვის წევრები, ვინც იმ საღამოს იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას, განმარტავენ, რომ თორდიას მიერ დრამატიზირებულ შემთხვევას, მასზე მასშტაბურ თავდასხმას, ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა. მისივე თქმით, თავდასხმა პირადი ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა და მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ლაშა თორდიას საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)