|
2017-05-15 17:02:30, 2009 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: შრომის უფლებები განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით და მათ ამის გაგება არ უნდათ
„შრომის უფლებები განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით და მათ ამის გაგება არ უნდათ“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩაშლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „არ ვიცი, ერთად მოქმედებდნენ თუ არა, მაგრამ ფაქტია, იყო ორი სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც სულ სხვადასხვა საკითხს ახმოვანებდა. ეს არ არის ის ფორმატი, როდესაც თუნდაც იმ მიზნებთან მიმართებით, რომელზეც ისინი აპელირებდნენ, შეიძლება რაიმე შედეგი დადგეს. ჩაშლის, პროვოკაციის, არეულობის მოწყობის გზით, არ შეიძლება მიიღოს ვინმემ რაიმე შედეგი. შედეგი მიიღება დიალოგის, კონსესუსის გზით. ჩვენ ვცადეთ, მაქსიმალურად კორექტულად წაგვეყვანა შეხვედრა. შრომის უფლებები განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, მათ ამის გაგება არ უნდათ , მათ უნდათ იმის გაკეთება, რაც დაიგეგმა დღეს, რაც შესრულდა ძალიან ცუდად, პროვოცირების გზით“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, ფილარმონიის დარბაზში შეკრებილმა „აუდიტორია115“-ის წარმომადგენლებმა, ასევე გაერთიანება "ქართული მისიის" წევრებმა, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებმა, პარლამენტის თავმჯდომარეს კონსტიტუციური ცვლილებების წარდგენის საშუალება არ მისცეს. „აუდიტორია“ 115-ის წევრები კონსტიტუციის დონეზე შრომითი უფლებების გაწერას ითხოვდნენ. სხვების მთავარი მოთხოვნა კი უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვა იყო. „ქართული მიწა არ იყიდება“, - სკანდირებდნენ ისინი.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)