|
2017-05-15 15:47:21, 2061 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბესაძე: დადასტურდა, რომ ეს არაა ფორმატი, სადაც შესაძლებელია, ცვლილებებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება გავარკვიოთ
„ერთის მხრივ, ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას არ ესმის კარგად ის პრობლემები, რაც აწუხებს საზოგადოებას და მეორეს მხრივ, დადასტურდა, რომ ეს არ არის ფორმატი, სადაც შესაძლებელია, რეალურად გავარკვიოთ საზოგადოების დამოკიდებულება საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი“,-ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩაშლის ფაქტი თბილისში. მისი აზრით, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი „ ევროპული საქართველოს“ შეთავაზების გაზიარება და პლებისციტის გზით საერთო სახალხო გამოკითხვის ჩატარება: „რათა რეალურად გავარკვიოთ, რა დამოკიდებულება აქვს მთლიანად საზოგადოებას და არა მის ცალკეულ ჯგუფებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი, რომელმაც მთლიანად უნდა შეცვალოს მომავალში ჩვენი სახელწმიფოს ცხოვრება“,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ. შეგახსენებთ, დღეს, ფილარმონიაში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაიშალა. დარბაზში მყოფმა სხვადასხვა ჯგუფებმა პარლამენტის თავმჯდომარეს საშუალება არ მისცეს, კონსტიტუციური ცვლილებები წარედგინა. მათ შრომითი უფლებების კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრა მოითხოვეს, ასევე გაჟღერდა მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვის მოთხოვნაც.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)